თბილისის N10 საჯარო ბაგა-ბაღის ახალი კორპუსის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება - Palitra News

თბილისის N10 საჯარო ბაგა-ბაღის ახალი კორპუსის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება

2019-09-25 11:00:02+04:00

თბილისის N10 საჯარო ბაგა-ბაღი ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ფინალურ ფაზაშია. მშენებლობა ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებას 4 ჯგუფი და 1 ღონისძიებების დარბაზი შეემატება, რაც ბაღს აქამდე არ ჰქონდა.

მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან და გამგებელთან ერთად დაათვალიერა.