საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია Flynas-ი რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს. რიადი - თბილისის მიმართულებით რეისები მთელი წლის განმავლობაში შესრულდება. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება. ავიაკომპანიის ცნობით, რიადიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამი პირდაპირი რეისი განხორციელდება.ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიაა, მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს.