ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. ბესელია არ აკონკრეტებს, დეპუტატებზე ხორციელდება თუ არა ზეწოლა და აცხადებს, რომ ამაზე თავად იმ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ. მისივე თქმით, როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა არ ხდებოდა.
ბრალდებებს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. ისინი ეკა ბესელიას მოუწოდებენ კონკრეტული ინფორმაცია თუ აქვთ საგამოძიებო უწყებაში წარადგინოს.