ინდონეზიის პაპუას რეგიონში არეულობის დროს 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ქალაქ ვამენაში ძირითადად სტუდენტების მიერ გამართული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დროს აქტივისტებმა ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებს. ვარაუდობენ რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.
მასშტაბური პროტესტი პაპუას რეგიონში ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გასულ თვეს მას შემდეგ დაიწყო, რაც პაპუას სტუდენტებზე თავდასხმა განხორციელდა. ინციდენტები უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მოხდა, სადაც პაპუასი სტუდენტები იმყოფებოდნენ. თავდასმხმელებმა მათ მაიმუნები უწოდეს და სასწავლებლებიდან გარიცხვა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, პაპუასები პაპუა-ახალი გვინეისა და ინდონეზიის რამდენიმე რაიონში ცხოვრობენ და ისინი უძველეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.