პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი - ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც თვეების განმავლობაში იყო დაკავებული ამ სიის შედგენით. მისივე თქმით, ის გამოძიებას მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აქვს. გაბუნიას თქმით, გამოძიება ასევე უახლოეს დღეებში დაიბარებს სხვა პირებსაც, მათ შორის, გაბუნია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზეც საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პატიმართა შეწყალების პროცესში აქტიურადაა ჩართული და ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას.