მანჩესტერის აეროპორტში საეჭვო შეფუთვის გამო ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე გამნაღმველები მალევე მივიდნენ.სამართალდამცავი უწყებები აეროპორტში საეჭვო შეფუთვის გამო გამოიძახეს. "ევრონიუსის" ცნობით, დაკავებულია ერთი მამაკაციც. როგორც პოლიციაში აცხადებენ, ადგილზე შეფუთვის საკონტროლო აფეთქება განხორციელდა. გამნაღმველების მუშაობის გამო აეროპორტში სარკინიგზო რეისების შეფერხდა. ავიარეისების გაუქმება კი ინციდენტს არ გამოუწვევია.
მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია უცნობია.