საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარიაც ესწრება. მისი განცხადებით ეს ადამიანები გავრილოვის პატიმრები არიან. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ის დაკავებულებს პენიტენციურ დაწესებულებაში 25 სექტემბერს მოინახულებს.