შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს დიდი ბრიტანეთიც აკისრებს.
"ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, ირანია", - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი ამერიკელ და ევროპელ მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად შესაბამის საპასუხო მოქმედებაზე იმუშავებს.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ-მა და საუდის არაბეთმა ირანი დაადანაშაულეს.