2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 126 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 მილიარდ 411 მილიონ 600 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 5 მილიარდ 714 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა - 430 მილიონ 600 ათასი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები - 381 მილიონ 500 ათასი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები - 207 მილიონ 100 ათასი დოლარით.უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმაც - 474 მილიონი ამერიკული დოლარი და მთელი იმპორტის 8.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები - 423 მილიონ 800 ათასი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრანტებია - 375 მილიონ 400 ათასი დოლარით.