თბილისში დღის განმავლობაში დაახლოებით 27 მ/წმ სიჩქარის ქარი შენარჩუნდება. ამის შესახებ „პალიტრა ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, თბილისში ქარი ღამის განმავლობაში გაძლიერდება, ხოლო 22 სექტემბრიდან შედარებით შესუსტდება. ტემპერატურას +22 გრადუსამდე იქნება. ასევე, თბილისში შესაძლებელია წვიმაც. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს უშგულში მოთოვა.