საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ის 10 მთავარი გამოწვევა დაასახელა, რომელზეც მუშაობა საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიის ფარგლებში მოუწევს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არჩილ თალაკვაძე საარჩევნო რეფორმას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ასახელებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საშემოდგომო სესიებზე განიხილება, სასამართლოს რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესია. მისივე თქმით, პარლამენტს ასევე მოუწევს განხილვა საკითხების ისეთი მიმართულებით როგორიცაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საპარლამენტო ზედამხედველობა, 2020 წლის ბიუჯეტი, ტერიტორილი მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა, გარემოს და ეკოლოგია, ბავშვის უფლებები, ბიზნესის მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობა.