საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მდინარე სენაზე პირველი „მფინავი ტაქსი“ გამოსცადეს. ამის შესახებ სტატიას Euronews აქვეყნებს.მფინავი ტაქსს The Bubble ეწოდება და მას ფრანგი მეცნიერები და ინჟინრები წლების განმავლობაში ქმნიდნენ. ის წყალში ე.წ ფრთების მეშვეობით გადაადგილდება და მთლიანად ელექტრონერგიაზე მუშაობს. The Bubble-ის აწყობა 200 ათასი ევრო დაჯდა. მისი შემქმნელები აღნიშნავენ, რომ The Bubble-ის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და ტრანპორტი მუშაობას 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. მათი აზრით, „მფრინავი ტაქსები“ ისეთ გადატვირთულ ქალაქებს, როგორიც პარიზია, მნიშვნელოვნად დაეხმარება და სატრანპორტო გადაადგილებას მკვეთრად შეამსუბუქებს.