ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ATP-ის 250-იანი ტურნირის მერვედფინალში გერმანელი იანიკ მადენი დაამარცხა. ნიკამ მეტოქეს 6:2, 7:6 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. ბასილაშვილი ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი, პირველ წრეში თავისუფალი იყო, მადენს 1 საათსა და 34 წუთში სძლია, 1/4 ფინალში კი 34 წლის ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას (51) შეხვდება. ისინი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში 1:1-ია. ბასილაშვილისა და ცონგას მატჩი დღეს 21:30 საათზეა ჩანიშნული.