არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე დაკავებულთაგან რამდენიმე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედღულეთის მცხოვრებლები არიან. უფრო მეტიც, მათგან სამი ერთი ოჯახის წევრია - ორი და და სიძე. დაკავებულთა შორის არის ერთ-ერთი უცხოელი პედაგოგი, რომელიც ზედღულეთის სკოლაში ასწავლიდა. „პალიტრა ნიუსის“ გადამღეფი ჯგუფი ჩავიდა გორის რაიონში და ადგილობრივებს გაესაუბრა. როგორც ცნობილი ხდება, სპეცოპერაცია ერთდროულად, თბილისში, გორსა და ლანჩხუთში ჩატარდა.