თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის განხილვას ირაკლი ოქრუაშვილი არ ესწრება.
როგორც სხდომის დაწყებამდე ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატის თქმით, რამდენიმე დღის წინ საქმის მასალები გადაეცა და მასში ახალი ჩვენებები არ არის.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. მას 27 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.