მოძრაობა "თალიბანი" მასწავლებლებს, სტუდენტებს და განათლების სფეროში დასაქმებულებს აფრთხილებს, საპრეზიდენო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან არსებობს თავდასხმების შედეგად დაღუპვის რისკები.
"არ მისცეთ არჩევნების ორგანიზატორებს უფლება სკოლები და ინსტიტუტები საარჩევნო უბნებად აქციონ და მასწავლებლები და სტუდენტები საარჩევნო უბნებზე დასაქმებულებად. ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და მათთვის ფინანსური ზიანის მიყენება", - წერია "თალიბანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ავღანეთში ათ დღეში საპრეზიდენტო არევნები გაიმართება. ეს რიგით მეოთხე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება 2001 წლის შემდეგ - მას შემდეგ რაც ავღანეთში ამერიკული ჯარები შევიდნენ.
"თალიბანი" იმუქრება რომ ისინი კენჭისყრას ძალისმიერი მეთოდებით ჩაშლიან.