ევროკავშირმა ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღების ახალი ავტომატური სისტემა უნდა შეიმუშავოს. ამის შესახებ იტალიისა და საფრაგეთის ლიდერებმა ორმხრივი შეხვედრისას განაცხადეს.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ახალი სისტემის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყანა უნდა დაჯარიმდეს თუ უარს იტყვის სქემაში მონაწილეობაზე.
ახალ სისტემასთან დაკავშირებით ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა უახლოეს მომავალში უნდა იმსჯელონ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, იტალია უკვე დიდი ხანია აპროტესტებს მიგრანტების ნაკადს და აცხადებს, რომ იგი მარტო დატოვეს ასობით ათასი მიგრანტის საკითხის მოგვარების წინაშე ევროპაში.