თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გამოეყოს და ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დასმული კითხვის საპასუხოდ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ "ამაზე პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას". მისივე თქმით ის როგორც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ისურვებდა რომ ყოფილიყო ცალკე სამინისტრო. მისივე თქმით ეს მნიშვნელოვანი დარგია თუნდაც ინვესტიციების თვალსაზრისით.