ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პარტია "ლიკუდი" პარლამენტში 30-33 მანდატს მოიპოვებს, გენშტაბის ყოფილი ხელძღვანელის, ბენი განცის პარტია "ლურჯი და თეთრი" კი - 32-34 მანდატს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერც მმართველი და ვერც მისი კონკურენტი ოპოზიციური პარტია 120 წევრიან ქნესეთში უმრავლესობას ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატს ვერ მოიპოვებენ და კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არჩევნების პორველადი შედეგების გამოცხადებისთანვე დაიწყება.
შეგახსენებთ, ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მმართველმა პარტიამ და მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტიამ - "ლურჯი და თეთრი" - აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მხოლოდ 35-35 ადგილის მოპოვება შეძლეს, ნეთანიაჰუმ კი საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციის შექმნა ვერ მოახერხა.