საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს.
გიორგი გახარიას თქმით, თუ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მამუკა ხაზარაძემ ის უნდა გაასაჯაროვოს.
შეგახსენებთ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხარაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. მისივე თქმით, ცქიტიშვილთან შეხვედრაზე ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. ხაზარაძის ინფორმაციით, შეხვედრა 12 სექტემბერს შედგა.