"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს წეროვანიდან მიულოცა.
ახალგორიდან დევნილი პირველკლასელი თაზო წინამძღვრიშვილი წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში დავით ბაქრაძემ თვითონ მიაცილა.
დავით ბაქრაძემ სკოლის მოსწავლეებს გამართულ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა და ყოველთვის ამაყები ყოფილიყვნენ იმით რომ ისინი საქართველოს მოქალაქები არიან და თვითონაც აეშენებინოთ ერთიანი ღირსეული და ევროპული საქართველო.