ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მუშის გარდაცვალებას მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან კავშირი არ აქვს. როგორც პალიტრანიუსს თბილისის მერიაში განუცხადეს, მუშა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაკვეთილ სამუშაოს ასრულებდა უშუალოდ უნივერსიტეტის წინ და მას კავშირი არ აქვს გამზირის რეაბილიტაციასთან. შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. როგორც პალიტრანიუსს საგანგებო მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.