საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა. მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები - ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.