2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 126 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.„საქსტატის“ ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 მილიარდ 411 მილიონ 600 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 5 მილიარდ 714 მილიონ 500 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.4%-ით შემცირდა.ამასთან, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 მილიარდ 302 მილიონ 900 ათასი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტი შეადგინა.