მარია ზახაროვა - ჩვენ ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში - Palitra News

მარია ზახაროვა - ჩვენ ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში

2019-09-13 13:14:31+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზახაროვა დასავლელ პარტნიორებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩასვლას ურჩევს. მისივე განცხადებით აღნიშნული რეგიონებირუსეთის დახმარებით "აძლიერებენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას, დარჩენილი პრობლემების მიუხედავად, წარმატებით ავითარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობასა და საერთაშორისო კავშირებს".

მარია ზახაროვას განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა მისი შეფასებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის სიტყვები კონსპირაციის თეორიას ჰგავს.