"შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე, ანაკლიაში განაცხადა. მისი თქმით, მას სურს, იღვაწოს და საქმე გააკეთოს ყველასთვის, გამარჯვება კი იქნება, როდესაც საქართველოში ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას.