იტალია ყოველმხრივ საინტერესო და იდეალური ქვეყანაა, იქ სამოგზაუროდ და ყველაფრის შესაცნობად მთელი ცხოვრება არ გეყოფათ,მაგრამ ერთ ერთი აუცილებელი რამ რაც მოგზაურობისაას უნდა გააკეთოთ იტალიური სამზარეულოს შედევრების დაგემოვნებაა.
იტალიური სამზარეულოს მრავალფეროვნება მისი რეგიონული სამზარეულოების მრავალფეროვნების შედეგია.ჩრდილოეთში უფრო მესაქონლეობას მისდევენ,ამიტომ მათი სამზარეულოს ტრადიციული კერძები ხორცისგან და რძის პროდუქტებისგან შესდგება.სამხრეთში ბევრი ხილი და ბოსტნეული მოდის,აქედან გამომდინარე იქაური სამზარეულო მდიდარია სალათებით,სოუსებით და რიზოტოს სხვადასხვა ვარიანტებით.იტალიურ სამზარეულოში აქტიურად გამოიყენება სანელებლები,განსაკუთრებით პოპულარულია ბაზილიკი, რომელსაც თითქმის ყველა კერძს უმატებენ. მაშ ასე, სანამ იტალიურ ტურნეს დავგეგმავდეთ და ცას სამხრეთ დასავლეთ ევროპისკენ გავუყვებოდეთ გაგაცნობთ იტალიური სამზარეულოს თავისებურებებს და მთავარ კერძებს ,რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.