2019 წლის აგვისტოში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა ათას 600 ტონა შეადგინა, რაც 200 ტონით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ქვეყნების მიხედვით, აგვისტოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 500 ტონა ირანიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი, რუსეთი, გერმანია, უკრაინა და სხვა ქვეყნები.
ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 12 ათას 800 ტონა შეადგინა, რაც 500 ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.