სემეკში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამჟამად არ მიმდინარეობს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" "სემეკიდან" აცნობეს.
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების შესახებ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გასული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამ ეტაპზე საერთოდ არ მიმდინარეობს - სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სემეკში განმარტავენ, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების არაგეგმურად გადახედვის მოთხოვნით ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადები კომისიაში წარმოდგენილი არ არის.