"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ადვოკატ, ზვიად კორძაძის განცხადებით ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა იმ წერილზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას გიორგი გახარიამ მისწერა, ხოლო შედეგში ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი. მისივე თქმით იგი ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენს.
როგორც ადვოკატი განმარტავს რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდებია წერილზე.
ექსპერტიზის შედეგები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა არასამტავრობოებსა და ჟურნალისტებს გააცნეს.