ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი 2019 წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. იუ ეს ოფენის ფინალში რაფა რუს დანილ მედვედევს დაუპირისპირდა და უმძიმეს მატჩში, 5 სეტში სძლია. ესპანელმა რუსს 2 სეტი თავიდანვე 7-5 6-3 მოუგო, თუმცა რუსმა თვისი საუკეთესო თამაშის ჩვენება მოახერხა და მომდევნო ორი სეტის გამარჯვებული გახდა. მედვედევმა მესამე და მეოთხე პარტიები 7-5 6-4 მოიგო. გადამწყვეტ მეხუთე სეტში უკვე ახალგაზრდა რუსს დაღლილობა დაეტყო, გამოცდილმა ესპანელმა კი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და მეტოქეს 6-4 აჯობა. ამგვარად რაფამ თავის კარიერაში მე-19 დიდი სლემის ტიტული მოიგო, მიმდინარე სეზონში კი როლან გაროსის შემდეგ ეს მისი მეორე გრანდ სლემია.