"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიმართავს და მოუწოდებს შეასრულოს პირობა „ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრებასთან დაკავშირებით. ინაშვილმა ამის შესახებ პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსისა" და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ინაშვილმა გიორგი გახარიას მოუწოდა, რომ თუ ხელისუფლება ამ პირობას ვერ ასრულებს, დანიშნონ მთავარ პროკურორად და უამრავ დანაშაულს გამოავლენს ყოფილი ხელისუფლების. ინაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობასთამ“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა.