თბილისმა საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება ეძღვნებოდა პროექტის ,,ერთი სარტყელი ერთი გზა" ეკონომიკურ ინიციატივას და მის ფარგლებში საქართველოს როლს, რომ გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ეკონომიკური და სამართლებრივი ჰაბი.
ფორუმში მონაწილეობდნენ წამყვანი იურისტები და ბიზნესის წარმომადგენლები მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან. შეხვედრის მონაწილეებმა ბიზნეს/სამართალთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დროში გაჭიანურებულ ბიზნესდავებს, რომელსაც ქართული ბიზნეს სექტორი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს. საერთაშორისო ფორუმზე საუბარი ასევე შეეხო მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და იურიდიულ პროფესიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს.
ღონისძიებაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში დღეს არსებული ბიზნეს გარემო და აღნიშნეს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათივე თქმით, რეგიონში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ბიზნესის კეთებისთვის