ვროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიხტენშტაინი 4:0 გაანადგურა. შეხვედრა ჩვენმა გუნდმა კარგად ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.ანგარიში 30-ე წუთზე არაბიძის პასით ქავთარაძემ გახსნა, შემდეგ კი მალის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს სამურკასოვმა მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
შესვენების შემდეგ აქტიურმა არაბიძემ თავის მიერვე მონადირებული საჯარიმოდან გაიტანა შესანიშნავი გოლი, 70-ე წუთზე კი სილაგაძის პასით ბუღრიძემ მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა.
10 სექტემბერს, მეორე ტურში, ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.