"სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ტურიზმის მიმართულებით ზაფხულის სეზონი შეაჯამა.
მისი განცხადებით, რუსეთის მიერ ამოქმედებულმა სანქციებმა, ყველაზე მეტად შავი ზღვისპირეთი დააზარალა. მაგალითად, თითქმის 40% ჯავშანი გაუქმდა ქობულეთის სასტუმროებში. თბილისში კი ტურისტების სიმცრის გამო, 15-20%-ით არის შემცირებული გასაქირავებელი ოთახების ფასები. რაც შეეხება მთის კურორტეს, “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელის თქმით, ამ მხარეს დიდი დარტყმა არ მიუღია. პირიქით, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში.