თემქაზე, საცხოვრებელ სახლში, სადაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შუახნის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
არაოფიციალური ცნობით სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი იყო, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სამაშველო ბრიგადამ ხანძარი ჩააქრო, ადგილზე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არ არის მიყენებული. თავდასხმის დროს ქალი ბინაში სავარაუდოდ მარტო იყო.
მომხდარ ფატქთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.