ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 69 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.54 პროცენტით, მაქსიმალური 7.15 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.055 პროცენტით განისაზღვრა.