„სამხრეთ ოსეთის“ КГБ-ს პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, რომ 4 სექტემბრის, 20:00 საათიდან გამშვები პუნქტები საქართველოსთან „საზღვარზე“დროებით ჩაიკეტება.მისი თქმით, ეს ცოდნის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო კეთდება. გამშვები პუნქტების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში 6 სექტემბერს, 06:00 საათზე განახლდება.
ამას გარდა ოსი და რუსი ე.წ. „მესაზღვრეები“ სექტემბერში დარღვევების პროფილაქტიკის ღონისძიებებს გეგმავენ, რაც გამშვებ პუნქტებზე ადამიანების და ავტომობილების გამკაცრებულ კონტროლს და ე.წ. „საზღვრის“ მიმდებარე სოფლებში სახლების უფრო ხშირ შემოწმებას გულისხმობს.