ამერიკაში დიდი სლემის, ამერიკის ღია პირველობა გრძელდება. მერვედფინალური ბარიერი დაძლია მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა, რაფაელ ნადალმა, რომელმაც მარინ ჩილიჩს 3-1 მოუგო. ესპანელმა მეტოქეს 3-6 6-3 6-1 6-2 დაამარცხა, რისთვისაც 2 საათი და 52 დასჭირდა. ნადალი მეოთხედფნალში დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდება.
მარტივად მოიგო გაელ მონფილსმა, რომელმაც ესპანელი ანდუხარ ალბა 3 სეტში გაანადგურა. ფრანგმა მეოტქე 6-1 6-2 6-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ბოლო წრეში ალექსანდრ რუბლევს 3 სეტში სძლია. ქალთა თანრიგში მოულოდნელად დამარცხდა რეიტინგის ლიდერი ნაოიმი ოსაკა. იაპონელი ჩოგბურთელი წტას მე-12 ნომერმა ბელინდა ბენჩიჩმა 7-5 6-4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბენჩიჩი და ოსაკა ერთმანეთს კარიერაში მეხუთედ შეხვდნენ, ოსაკამ კი ამ 5 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო.