ოკუპირებული ცხინვალის "უშიშროების კომიტეტი" ქართულ მხარეს მათი უპილოტო აპარატის ჩამოგდებაში ადანაშაულებს - Palitra News

ოკუპირებული ცხინვალის "უშიშროების კომიტეტი" ქართულ მხარეს მათი უპილოტო აპარატის ჩამოგდებაში ადანაშაულებს

2019-09-01 17:01:17+04:00

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინა ბიაზროვა ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან „სამხრეთ ოსური“ მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ იუწყება. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა.„1 სექტემბრის დილით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნოდა, სახელმწიფო საზღვართან ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა. დაახლოებით 10:00 საათისთვის, საქართველოს დასახლებულ პუნქტ კობიდან, კვადროკოპტერის მიმართულებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გახსნა ცეცხლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისკენ. შედეგად, კვადროკოპტერი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ჩამოვარდა“, - განაცხადა ბიაზროვამ.