"სამხრეთ ოსეთში" რუსეთის მილიტარიზაციის გაძლიერება აღმაშფოთებელი და მიუღებელია, - აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის "ტვიტერზე" გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი და მისი მთავრობასხვა ერების სუვერენიტეტის უგულებელყოფას აგრძელებენ.
"რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს", - ნათქვამია ინფორმაციაში.