აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი - "სამხრეთ ოსეთში" რუსეთის მილიტარიზაციის გაძლიერება აღმაშფოთებელია - Palitra News

აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი - "სამხრეთ ოსეთში" რუსეთის მილიტარიზაციის გაძლიერება აღმაშფოთებელია

2019-08-31 12:55:56+04:00

"სამხრეთ ოსეთში" რუსეთის მილიტარიზაციის გაძლიერება აღმაშფოთებელი და მიუღებელია, - აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის "ტვიტერზე" გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი და მისი მთავრობასხვა ერების სუვერენიტეტის უგულებელყოფას აგრძელებენ.

"რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს", - ნათქვამია ინფორმაციაში.