ქარიშხალ "დორიანის" გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლორიდის შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს. ამასთანავე, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე დონალდ ტრამპმა პოლონეთში მე-2 მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიზიტი გააუქმა.
მეტეოროლოგების განცხადებით, "დორიანი" ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარიშხალი იქნება და ის აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს 1 სექტემბერს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ქარიშხალი "დორიანი" რამდენიმე დღის წინ კუნძულ პუერტო-რიკოზე მძვინვარებდა და ის მნიშვნელოვნად დააზარალა.