შს მინისტრის მოადგილე - გამყოფ ხაზთან სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება - Palitra News

შს მინისტრის მოადგილე - გამყოფ ხაზთან სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება

2019-08-30 11:59:54+04:00

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ. მისი თქმით, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.