2019 წლის ორ კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო შემოსავლებმა 158 მილიონ 711 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 86,7% ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებზე მოდის.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან ჯამში 137 მილიონ 725 ათასი ლარის მოგება მიიღეს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, 2019 წლის ორ კვარტალში მისო-ებმა იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან 2 მილიონ 254 ათასი ლარის მოგება მიიღეს.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კლიენტებისთვის მიცემული სესხების ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულ შემოსავალს, ჯამში, 15 მილიონ 3 ათასი ლარი შეადგინა.