ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დღეს არ შეინიშნება.
ადგილობრივების განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ წნელისთან ახლოს, ჯავშანმანქანების გადაადგილება გუშინ საღამოს შენიშნეს, მას შემდეგ კი, შეიარაღებული პირები აღარ შეუნიშნავთ.
ამასთან, ადგილოვირვების თქმით, ისინი თავს უსაფრთხოთ გრძნობენ, რადგან ადგილზე სამართალდამცველები მოძრაობენ