2018 წელს საქართველოში ათას 639 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს 2.8%-ით აღემატება.
საქსტატის მონაცემებით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1% კერძო, ხოლო 0.9% - სახელმწიფო საკუთრებაში იყო.
2018 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 72 ათას 600 შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.6%-ით აღემატება. ამასთან, ნომრების საერთო რაოდენობა 8.2 %-ით გაიზარდა და 33 ათას 200 გაუტოლდა.