რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ ზელენსკი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას პუტინთან სერიოზული დათმობის გარეშე შეძლებს. ილია პანამარიოვმა დონბასში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობა გამორიცხა და აღნიშნა, რომ კრემლისთვის ოკუპირებული ტერიტორიები "ზედმეტი თავის ტკივილია".
"ამგვარი სცენარის განვითარების მიზეზებს ვერ ვხედავ. პირიქით, მივიჩნევ, რომ ახლა, როგორც არასდროს, შესაძლებელია, რუსეთთან მოლაპარაკება დონბასის ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით. კრემლს ამ თავის ტკივილის ჩამოხსნა დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სანაცვლოდ სურს, რომ სანქციების ნაწილი მაინც გაუუქმდეს", - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ილია პანამარიოვმა. დუმის ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მოახერხებს ოკუპირებილი ტერიტორიების დაბრუნებას, ისე რომ განსაკუთრებულ დათმობაზე არ წავა კრემლის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან.
"არაფერი არ უშლის ხელს, რომ კონფლიქტი ასე გაყინულ მდგომარეობაში დარჩეს, მაგრამ თუ უკრაინული მხარე სიმტკიცესა და მოლაპარაკების კარგ უნარებს გამოავლენს, ვფიქრობ, ზელენსი მშვიდობის შესახებ დაპირების შესრულებას შეძლებს", - მიიჩნევს პანამარიოვი.