დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 100 ყველაზე ცნობილ ბრენდს შორის Ryanair ბოლო ადგილზე გავიდა.
BBC-ის ინფორმაციით, გამოკითხვაში 4 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცნობილ ბრენდებს შორის მათ უნდა აერჩიათ კომპანიები, რომლითაც ყველაზე მეტად არიან კმაყოფილები. გამოკითხვის მიხედვით, ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ბოლო, მე-100 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენტია უკვე მე-6 წელია ფიქსირდება და Ryanair ყოველთვის რეიტინგის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს.
გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო 2 ბრიტანული ავიაკომპანიაც, რომლებიც რესპოდენტებმა ასევე ნეგატიურად შეაფასეს. ასეულში British Airways-მა 83-ე, ხოლო EasyJet-მა - 79-ე ადგილი დაიკავა.