სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, 2019 წლის 12 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით შემოწმებულ 29 ობიექტიდან სამუშაო პროცესი 9-ს შეუჩერდა.
29-ვე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს 7-დან 14 დღემდე ვადა განესაზღვრათ, ხოლო 14 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 310 ათასი ლარის ოდენობით.
ცნობისთვის, ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, სულ 117 ობიექტი შემოწმდა.